ლუბლინის მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლუბლინის (პოლონეთი) მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტის რექტორი რადოსლავ დობროვოლსკი და რექტორის მოადგილე დოროტა კოლოდინსკა ეწვივნენ.  ბსუ-ს რექტორ ტიტე აროშიძესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

მიმდინარე წელს მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი კვლევებისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

მხარეებმა ასევე  ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა მიმართულებით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლაზე,  ერთობლივ  პროექტებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებზე.

შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე, ფაკულტეტის პერსონალი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა