
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. დოკუმენტი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის დირექტორმა ირმა კახიძემ.
თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და ახალგაზრდა იურისტების პროფესიული უნარების განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.
| უკან |





