
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ ბსუ-ს სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაში.
ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2026“ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. მათ სტუდენტებს ფესტივალის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ფესტივალი „სტუდფესტი 2026“ საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 000-ზე მეტ სტუდენტს და მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად აქტიურადაა ჩართული ფესტივალში და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით.
წარმატებები ჩვენს სტუდენტებს!
| უკან |




















