განცხადება აუქციონის თაობაზე

  1. გაიცეს იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, ბსუ-ს №2 კორპუსის სარდაფში (მის.: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32; ს/კ 05.23.03.004) მდებარე 193,80 კვ.მ ფართი, შესაბამისი ინვენტარით (13 ერთეული პლასტმასის მაგიდა; 44 ერთეული პლასტმასის სკამი; 5 კომპლექტი მაღალი მაგიდა 4-4 სკამით; 4 კომპლექტი გრძელი მაგიდა 2-2 სკამით; 7 ერთეული თარო; 1 ერთეული კარადა), პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.
  2.  ელექტრონული აუქციონის გამოცხადების მიზნით განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყისი წლიური საიჯარო ქირა დღგ-ის ჩათვლით - 32 000 ლარის ოდენობით;

ბ) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე - 6 400  ლარის ოდენობით;

გ) ბიჯი - 250  ლარის ოდენობით.

  1. ელექტრონული აუქციონის პირობები განისაზღვროს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად.  
  2. ელექტრონული აუქციონის დაწყება/დასრულების ვადა: 19/05/2026 16:00 სთ. - 25/05/2026 15:00 სთ. (განცხადება აუქციონის თაობაზე განთავსებულია ვებგვერდზე  -www.eauction.ge.

დანართი №1

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, ბსუ-ს №2 კორპუსის სარდაფში მდებარე 193,80 კვ.მ. ფართის (შესაბამისი ინვენტარით), ორი წლის ვადით  იჯარით სარგებლობაში გაცემისათვის გამოსაცხადებელი ელექტრონული აუქციონის პირობები:

  1. იჯარით აღებული ფართი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სტუდენტური კაფე - სასადილოს მოსაწყობად, რომელიც შეღავათიან ფასებში მოემსახურება ბსუ-ს  სტუდენტებს და პერსონალს.
  2. მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს სამზარეულოს მოწყობა და აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით, კერძოდ:

ა) ელექტროქურა/პანელი, დამზადებული უჟანგავი ფოლადისაგან;

ბ) ღუმელი/ელექტრული + ელექტრომექანიკური კონტროლი უჯრების მოცულობა: 6 ერთეული;    

გ) ფრიტურნიცა;

დ) მაცივარი ელექტრო (+) უჟანგავი ფოლადის, გარდა უკანა პანელისა;

ე) მაცივარი ელექტრო (-) უჟანგავი ფოლადის, გარდა უკანა პანელისა;     

ვ) დახლ-მაცივარი ელექტრო  (-) უჟანგავი ფოლადის, გარდა უკანა პანელისა;

ზ) სამზარეულოს დამხმარე სათავსოები, კარადები და სამუშაო მაგიდები; დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისაგან;

თ) სამზარეულო აღჭურვილი უნდა იქნას ძირითადი და დამხმარე ხელსაწყოებით; აუცილებელია დამზადებული იქნას უჟანგავი ფოლადისაგან.

შენიშვნა: დაუშვებელია სამზარეულოში გამოყენებული იქნას ხის ელემენტი.

  1. მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს სასადილოს ძირითადი დარბაზის მოწყობა და აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით, კერძოდ:

ა) ძირითადი დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო რაოდენობის მაგიდებით და სკამებით, ბსუ-ს  ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;

ბ) მაგიდები და სკამები ძირითად დარბაზში უნდა განლაგდეს დამოუკიდებლად და ერთი მაგიდა განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს 4 ადამიანზე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს მაგიდების გაერთიანება;

გ) ძირითად დარბაზში მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 80 პირის განთავსება და მომსახურება.

  1. მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს სამზარეულოს შემდეგი დამხმარე ინვენტარით აღჭურვა:

ა)  თეფში, ჭიქა და მსგავსი სხვა ინვენტარი, დამზადებული მინისაგან ან ფაიფურისაგან;

ბ) დანა, ჩანგალი და მსგავსი სხვა ინვენტარი, დამზადებული უჟანგავი ლითონისაგან;

შენიშვნა: დაუშვებელია ძირითად დარბაზში გამოყენებული იქნეს პლასტმასის ან ხის ელემენტები.

  1. მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს მენიუსთან დაკავშირებით შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:

ა) კაფე/სასადილოს მენიუში აუცილებელია ყოველდღიურად გათვალისწინებული იყოს  მენიუს შემდეგი კომპონენტები: ცივი კერძი, წვნიანი, ძირითადი კერძი, ცომეული, გარნირი, დესერტი, სენდვიჩ-მენიუ, ასევე სასმელები: ჩაი, გამაგრილებელი სასმელები, ხილის წვენები, მინერალური წყლები;

ბ)  ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალის მოთხოვნების შესაბამისად     მენიუს შედგენა და განახლება.       

  1. მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებულ ფართზე გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს წყლის და ელექტროენერგიის მრიცხველების განმხოლოება (ცალკე აბონენტად ან ქვეაბონენტად დარეგისტრირება) საკუთარი ხარჯებით.  
  2. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ეკოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები.
  3. აღნიშნული სტუდენტური კაფე უნდა ამოქმედდეს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან  15 კალენდარული დღის ვადაში.
  4. იჯარით სარგებლობაში გაცემის ვადა - 2 წელი.
  5. საიჯარო ქირის გადახდა იწარმოებს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
  6. მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები.
  7. მოიჯარეს შეტანილი ბე ჩაეთვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას.
  8. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, ,,საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის N585 დადგენილების, ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის  №90 დადგენილებისა და  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
  9. მეიჯარე უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე გააუქმოს (ვადაზე ადრე შეწყვიტოს) საიჯარო ხელშეკრულება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობის შემთხვევაში:

ა) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების (არანაკლებ ორი ფაკულტეტის საბჭო, ორი ბსუ-ს სხვა სტრუქტურული ერთეული და სტუდენტური თვითმართველობა) მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში  (მოთხოვნიდან არაუმეტეს ორი კვირის ვადაში);

გ) საიჯარო ქირის ორი თვის დავალიანების შემთხვევაში.

  1. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით მოახდინოს მისი აღდგენა, ასევე, სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ყოველდღიურად).
  2. იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში.
  3. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებიც მონაწილეობას არ მიიღებენ სააუქციონო ვაჭრობაში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან  7 კალენდარული დღის ვადაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა