ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია თემაზე: „გადაწყვეტილების მიღება და კარიერული განვითარება“

სურათი

ბსუ-ში კარიერული კვირეულის ფარგლებში, ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც კარიერული განვითარების პროცესში გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობასა და პროფესიული წინსვლისთვის საჭირო უნარებს შეეხებოდა.

შეხვედრაზე ზურაბ მხეიძემ ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების ალგორითმებზე,  კარიერული ტრაექტორიის დაგეგმვის პრინციპებზე, პროფესიულ საქმიანობაში პასუხისმგებლობის აღებისა და რისკების მართვის მნიშვნელობაზე, ასევე თანამედროვე შრომის ბაზარზე თვითგანვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის სტრატეგიებზე.

ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა