აკადემიური საბჭოს 2026 წლის 03 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

(სხდომის ჩატარების დრო: 16:00 სთ.

ჩატარების ადგილი: ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი.

მის.: ქ. ქობულეთი, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა №26)

 

1. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს ახალარჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

(მომხს.: საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე)

2. „ბსუ-ს სტრატეგიული დაგეგმვის  მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №06-01/128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე)

3. ბსუ-ში 2025-2026 წელს განსახორციელებელი ზოგიერთი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ანგარიშების (შუალედური) მოსმენის თაობაზე.

(მომხს.: სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნათია ჯაფარიძე)

4. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „სამართალმცოდნეობა“ დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანი ლევან ჯაყელი)

5. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „სამართალი“ დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანი ლევან ჯაყელი)

6. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამის „დენტალური იმპლანტოლოგია“ განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის

ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი)

7. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის

ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი)

8. ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

(მომხს.: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილი)

 

მიმდინარე საკითხები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა