8 თებერვალი 2011 წელი
                            
							
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა  ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?", რომელშიც სტუდენტებთან ერთად აჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოასპარეზე ოც გუნდს შორის პირველი ადგილი ურეხის საჯარო სკოლის გუნდმა "ბახტრიონმა" დაიკავა, მეორე კი - სკოლა ,,ევრო 2000“-ის გუნდმა ,,ედელვაისმა“. ღონისძიების ფარგლებში შედგა მანუჩარ ლორიას დოკუმენტური ფილმის ,,დავით აღმაშენებლის“ ჩვენება. ინტელექტუალური თამაში რსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის, სტუდენტური თვიმმართველობის, სტუდენტთა სამცნიერო ცენტრის, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის  მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელშეწყობით გაიმართა.  ორგანიზატორებმა გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.