ბსუ-ში ემერიტუს-პროფესორ ნოდარ ბარამიძის 80 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი ფსიქოლოგისა და მეცნიერის, მომავალი თაობების აღმზრდელის,  ნოდარ ბარამიძის 80 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო სხდომაზე ნოდარ ბარამიძეს იუბილე მიულოცა, მის ღვაწლზე ისაუბრა და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური საქმიანობისა და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ. მეცნიერის დამსახურებაზე ისაუბრეს ასევე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ბერიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე აღინიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ფსიქოლოგიის დარგის განვითარებაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდა თაობების აღზრდაში.

პროფესორი ნოდარ ბარამიძე 14 წიგნის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და არაერთი პუბლიკაციის ავტორია. მისი კვლევები ასაკობრივი და ნებისყოფის ფსიქოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ სამეცნიერო სივრცეში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა