
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს მარია კიურის-სლადოვსკას (პოლონეთი,ლუბლინი) უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
კონკურსში მონაწილეობის პირობები სტუდენტებისთვის:
- სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
- ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი (კონკურსში მონაწილეობის დროს);
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუს“-ის/“ერაზმუს“+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს გატარებული ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი ევროკავშირის ქვეყანაში;
- კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს მიმღები უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე (ამ შემთხვევაში - ტურიზმი) ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
კონკურსის გამოცხადება და ჩატარება განხორციელდეს შემდეგი განრიგით:
- პირველი ეტაპი აკადემიური პერსონალისთვის
-
• დოკუმენტების მიღება – 2026 წლის 03 ივნისიდან 08 ივნისის 12:00 საათამდე;
• დოკუმენტების შემოწმება – 2026 წლის 08 ივნისი; - მეორე ეტაპი
- • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან – 2026 წლის 09 ივნისს, 11:00 საათზე.
- მესამე ეტაპი
- • ბსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად ნომინირებული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისთვის.
პირველი ეტაპი სტუდენტებისთვის
-
• დოკუმენტების მიღება – 2026 წლის 03 ივნისიდან 09 ივნისის 15:00 საათამდე;
• დოკუმენტების შემოწმება – 2026 წლის 10 ივნისი;
• უცხო ენის ტესტირება (ენების ცენტრი) – ინგლისური ენა B2, 2026 წლის 11 ივნისი, 10:00 საათზე. - მეორე ეტაპი
- იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც წარმატებით გადალახავენ დადგენილ ბარიერს (71 ქულა):
- • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან – 2026 წლის 12 ივნისისს, 11:00 საათზე.
- მესამე ეტაპი
- • ბსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად ნომინირებული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისთვის.
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
აკადემიური პერსონალისთვის დადგენილი საბუთების წარმოდგენა ელექტრონულ მისამართზე info@bsu.edu.ge
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების სასურველი ენა და დონე - ამ შემთხვევაში, ინგლისური ენა B2, მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად.
წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთი ფაილის სახით (ZIP).
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
ბსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად ნომინირებული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მიმღები უნივერსიტეტებისთვის.
სტიპენდია მოიცავს:
- სწავლის საფასურისგან გათავისუფლებას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯს!
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
| უკან |
