
ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გასვლითი სხდომა ქობულეთში, უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. აკადემიური საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ფაკულტეტების დეკანები და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ, მონაწილეები გაეცნენ ინსტიტუტის საქმიანობას, მიმდინარე სამეცნიერო პროექტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას.
გასვლითი სხდომა ბსუ-ს რექტორის, ტიტე აროშიძე ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული ფორმატი უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უკავშირდება, რომელიც კვლევითი ინსტიტუტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების უფრო მჭიდრო ინტეგრაციას, სწავლებისა და კვლევის კავშირის გაძლიერებას ითვალისწინებს.
| უკან |




















