ღონისძიება: „ვინ და რატომ უნდა ისწავლოს ქიმია? – მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“

სურათი

განმახორციელებელი/ინიციატორი ორგანიზაცია:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი:

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - ნარგიზ მეგრელიძე

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი - ნინო მხეიძე

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - ნინო კიკნაძე

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე , თსუ-ს საბავშვო უნივეტრსიტეტის ქიმიის კოორდინატორი, შრსეფ გრანტის SPG-25-652-ის კოორდინატორი, ქიმიის დოქტორი ელიზა მარქარაშვილი.

თარიღი: 05.06.2026, 14:00 -18:00 საათი

პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ქიმიისადმი ინტერესის გაზრდა პრაქტიკული, ვიზუალური და ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით. ღონისძიება მოიცავს ლაბორატორიულ დემონსტრაციებს, მოსწავლეთა მონაწილეობით,  ექსპერიმენტებს,  ქიმიის პრაქტიკულ უნარ-ჩვევების დემოსტრირებას,  ასევე  საგანმანათლებლო ლექციებს და შემოქმედებით აქტივობებს.

პროექტის მიზნები:

  • ქიმიის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებში - ქიმიის ვიზუალური ეფექტების ჩვენება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაზრდა ;
  • პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა ;
  • მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება.
  • ღონისძიება ხელს შეუწყობს მეცნიერების პოპულარიზაციის კულტურის განვითარებას რეგიონში და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სამეცნიერო სივრცეში.

ღონისძიების პროგრამა

14:00 – 14:30 | მისალმება და გახსნის ცერემონია (უნივერსიტეტის რექტორი, მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში)

  • ღონისძიების მიზნების გაცნობა,  მინი-ლექცია: „ქიმიის მნიშვნელობა გარემოსა და მეცნიერებაში“ - აქტივობის განმახორციელებელი - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - ნარგიზ მეგრელიძე
  • მოკლე ვიდეო: „ქიმია ჩვენს ცხოვრებაში“

14:30 – 15:30 | ქიმიური შოუ: სახალისო ექსპერიმენტები (Live Experiments) - აქტივობის განმაორციელებელი - თბილისის ივანე ჯავახისვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის კოორდინაქტორი, ქიმიის დოქტორი - ელზა მარქარაშვილი (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის SPG-25-652 -ის კოორდინატორი)

  • „ვულკანის ამოფრქვევა“ ;
  • უალკოჰოლო სასმელების დამზადება;
  • ყვავილების შეფერადება;
  • რძეზე ხატვა;
  • ქიმიური გამოცანები და ქიმიური კროსვორდები

15:30 – 16:30 | მონაწილეთა პრაქტიკული ლაბორატორია - აქტივობის განმახორციელებელი - ასოცირებული პროფესორი, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი -ნინო კიკნაძე

(მონაწილეები თავად მუშაობენ: სტუდენტი-მოსწავლე)

  • pH-ის განსაზღვრა ინდიკატორებით და საველე pH-მეტრით;
  • მარტივი ტიტრაცია  (ნეიტრალიზაცია);
  • წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შეფასება საველე პირობებში;
  • საველე გაზომვები და ანალიზი პორტატული ხელსაწყოების გამოყენებით

16:30 – 17:30 | შემოქმედებითი აქტივობები:

  • პლაკატების გამოფენა: „ქიმია ჩემს გარშემო“
  • „ქიმია ჩემს ცხოვრებაში“  - მოსწავლეთა მინი- პრეზენტაციები
  • 5-წუთიანი გამოსვლები სხვადასხვა თემებზე
  • ინტელექტუალური ვიქტორინა „შეუძლია თუ არა მეცნიერებას ქვეყნის განვითარების შეცვლა?“

სამიზნე ჯგუფი:

  • საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები (V–XI კლასები)
  • ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები და სტუდენტები;
  • მასწავლებლები და პედაგოგები

ღონისძიება ვინ და რატომ უნდა ისწავლოს ქიმია? – მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქიმიის მეცნიერების პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებში და მათი მოტივაციის გაზრდას საბუნებისმეტყველო მიმართულებით. აჩვენებს „ქიმია მხოლოდ ფორმულები არ არის“ - ეს არის მეცნიერება, რომელიც ქმნის საფუძველს ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ტექნოლოგიების განვითარებისათვის, სუფთა გარემოს შექმნისათვის და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. ქიმია არის „ცოცხალი მეცნიერება“ და არა მხიოლოდ სასწავლო დისციპლინა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა