GCSD 2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2026 წლის 30-31 ოქტომბერს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ – 2026.
კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „კონფერენციის მოწყობა“ ფარგლებში და ბსუს მიერ.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:
• ციფრული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური განვითარება
• დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები
• გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები
• რეგიონული ეკონომიკის პრობლემები
• ბიზნესის განვითარების პრობლემები
• ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები
• ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში
• ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები
• ფინანსური ინოვაციები და მდგრადობა
• განათლება, ინოვაცია და სამეცნიერო კვლევა მდგრადი განვითარებისთვის
• გლობალური მიწოდების ჯაჭვები და ლოგისტიკა
• საგადასახადო პოლიტიკისა და აუდიტის თანამედროვე გამოწვევები
30 ოქტომბერს ბსუ-ში გაიხსნება კონფერენცია, ჩატარდება პლენარული სხდომა და იმუშავებს სექციები. 31 ოქტომბერს სასტუმროში ,,კასტელო მარე“ -Castello Mare Hotel & Wellness Resort, ციხისძირი, გაიმართება მრგვალი მაგიდა/ სამუშაო შეხვედრა თემაზე „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ კონფერენციის მონაწილეების, ბიზნესის და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ გაფართოებული აბსტრაქტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. აბსტრაქტების კრებული, როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით დაეგზავნებათ ავტორებს კონფერენციის დასრულების შემდეგ.
მოთხოვნები აბსტრაქტის დიზაინისთვის:
1. აბსტრაქტის მოცულობა - მაქსიმუმ 500 სიტყვა
2. ველები: ზედა, ქვედა, მარცხენა, მარჯვენა - 2 სმ. აბზაცი 1,25 სმ.
3. აბსტრაქტის ძირითადი ტექსტი უნდა იყოს შრიფტით: ქართული ვერსიისათვის Sylfaen, ხოლო ინგლისურ ენაზე მომზადებული აბსტრაქტებისათვის Times New Roman, 12 pt., სტრიქონების ინტერვალი - 1.0.
4. პირველ ხაზზე: ავტორის სახელი და გვარი ბოლდი, დახრილი გვერდის ზედა მარჯვენა მხარეს. მომდევნო ხაზზე ჩვეულებრივი შრიფტით შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი ხაზი - სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი; მეორე ხაზი - აკადემიური თანამდებობა სრულად ფაკულტეტის დასახელებით; მესამე ხაზი – დაწესებულების დასახელება; მეოთხე ხაზი - ქალაქი, ქვეყნა.
5. ORCID იდენტიფიკატორი - https://orcid.org/
6. მომდევნო ხაზზე ქვემოთ უნდა განთავსდეს აბსტრაქტის სათაური, ბოლდი, ცენტრში. ავტორის ელექტრონული ფოსტა;
7. «ლიტერატურა»: - ბოლოში, Times New Roman, 12 pt. APA (American Psychological Association (APA) Style).
გამოქვეყნების შესაძლებლობა
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების სრული ვერსია შეიძლება გამოქვეყნდეს შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, ჟურნალში “ინოვაციური ეკონომიკა და მართვა”.
სპიკერები
ელგუჯა მექვაბიშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის გამგე, ბსუ-ს საპატიო დოქტორი.
იაროსლავ ტომაშევსკი - ვროცლავის მერიტო უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი
მნიშვნელოვანი თარიღები
• რეგისტრაცია/აბსტრაქტების მიღება – 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით
• სტატიის მიღება - 2026 წლის 30 ნოემბერის ჩათვლით
• კონფერენცია - 30-31 ოქტომბერი, 2026
• სტატიის გამოქვეყნება - 2026 წლის დეკემბერი
• საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე: E-mail: iceb@bsu.edu.ge
მისამართი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ელექტრონული ფოსტა: iceb@bsu.edu.ge
გვანცა ზოიძე, ტელ: +995 555 23 80 81
ნინო მამულაძე, ტელ: +995 558 90 39 38
ვებ-გვერდი: www.bsu.edu.ge
| უკან |
