ბსუ-ს საერთაშორისო პროექტ MACRO CLEAN-ის ფარგლებში ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია ჩატარდა

სურათი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო პროექტ MACRO CLEAN-ის ფარგლებში ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს 100-ზე მეტმა  სტუდენტმა და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

დასუფთავების ტერიტორიად შეირჩა ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ზღვის სანაპირო, სადაც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ეკოსისტემის დაცვის ხელშეწყობის მიზნით მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა. მათ, შორის:

  • ზღვის სანაპიროს დასუფთავება - სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების პირველ ნახევარში დაასუფთავეს ზღვის სანაპირო
  • მოწვეული  მყვინთავების ჩართულობით  ზღვაში არსებული ნარჩენების შეგროვება
  • მოწვეულმა სპიკერებმა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა აქციაში მონაწილე სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ზღვის დაბინძურების საკითხების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ. ასევე ჩატარდა ვიქტორინა აღნიშნულ საკითხებზე
  • არტ-დიზაინერების ჩართულობით სანაპიროზე შეგროვებული ნარჩენებისგან გაკეთდა არტ-ინსტალაციები, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები.

საერთაშორისო პროექტ MACRO CLEAN-ის (BSB00584)  ფარგლებში მომავალშიც არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა ტრენინგების ციკლი სტუდენტების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რაც გარემოს დაცვის საკითხებზე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროექტი MACRO CLEAN (BSB00584) „მაკრო წყალმცენარებიის კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება“ ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან - სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) - პროექტის ლიდერი პარტნიორი, მარმარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

პროექტის მიზნები მოიცავს  კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას  წყალმცენარეების ევტროფიკაციაზე ზემოქმედების შესასწავლად, შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდას სასუქებსა და ბიოპლასტიკურ წარმოებაში.   მოიცავს ცნობიერების ამაღლებას და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა