საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - V“

სურათი

2026 წლის 25-27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - V“.

სამეცნიერო კონფერენციის მთავარი მიზანია კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრების ისტორიული გზაჯვარედინის – შავი ზღვის რეგიონის შემსწავლელი კომპლექსური ჰუმანიტარული კვლევების შედეგების წარმოჩენა. ღონისძიება, ასევე, მიზნად ისახავს ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებასა და საერთო კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ აკადემიური დიალოგის გაღრმავებას.

კონფერენციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო სივრცეში საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმის, როგორც ინტელექტუალური ცენტრის, როლის განმტკიცება.

კონფერენციის ორგანიზატორები:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი (საქართველო)
  • კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტი (რუმინეთი)

კონფერენციის მხარდამჭერები:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ).

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის საჭირო ბმული: https://nbi.openjournals.ge/index.php/nbi/conference

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა