ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2026

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2026  გაიმართა. უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 400-ზე მეტმა სტუდენტმა სამეცნიერო მოხსენება წარადგინა 24 სექციის მიმართულებით.  სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას, კვლევითი უნარების განვითარებას და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას.

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს თანამედროვე მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხები, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო ურთიერთობები, ჯანდაცვა, განათლება, ინოვაციები და ტექნოლოგიური პროგრესი.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი კვლევითი საქმიანობა, გაიზიარონ გამოცდილება და აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო სივრცეში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა