სტუდენტური თეატრების კვირეული ბსუ-ში!

სურათი

15-18 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური თეატრების კვირეულს უმასპინძლებს.

კვირეულის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური დასების დაკავშირება, შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება და ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა.

 კვირეულის განრიგი:

15 ივნისი | 18:00 სთ

სკოლა UG - „ოთარაანთ ქვრივი“

16 ივნისი | 18:00 სთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა - „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“

17 ივნისი | 15:00 სთ

სკოლა ევრო 2000 - „ოზის ჯადოქარი“

18 ივნისი | 18:00 სთ

თსუ-ს თეატრი „სხვენი“ - „ვთამაშობთ სამანიშვილისთვის“

სპექტაკლები გაიმართება ბსუ-ს სააქტო დარბაზში

გელოდებით სტუდენტური შემოქმედების, თეატრალური ემოციისა და საინტერესო წარმოდგენების კვირეულზე!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა