7 მარტი 2011 წელი
                            
							
რსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტმა სასტუმროს მენეჯმენტის მაღალხარისხიანი სწავლებისათვის შეიძინა კომპანია ,,Micros-Fidelio”-ს  პროგრამული სისტემა - ,,Opera“.  აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაატარა მომავალი ტრენერებისათვის. სასტუმროს მენეჯმენტის თანამედროვე  სისტემა  ,,ტურიზმის“ სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეისწავლება და მისი მიზანია სასტუმროს ინდუსტრიისათვის  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. პროგრამული სისტემა - ,,Oper“-ით სარგებლობენ სასტუმროების ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: ,,შერატონი“, ,,რედისონი“, ,,ჰილტონი“ და სხვ.