„რა? სად? როდის?“ ღია ჩემპიონატის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის ფინალი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ღია ჩემპიონატის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი დასრულდა.

ტურნირში მონაწილეობდა 65 სტუდენტური და 3 სასკოლო გუნდი. 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი განსხავებული ფორმატით ჩატარდა -  ჩემპიონატი ორ ლიგად მიმდინარეობდა, უმაღლეს და პირველ ლიგად, ხოლო გამარჯვებულები თითოეულ ლიგაში ცალ-ცალკე გამოვლინდნენ.

უმაღლეს ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა „თამადა“, მეორე ადგილზე გავიდა „სეკრეტარიატი“, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „შინშაი“.

პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა გუნდი „ჯიგარსონები“, მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა „ინკვიზიცია“, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა „არქტიკა“.

შეჯიბრებაში  მონაწილეობდნენ ასევე სასკოლო გუნდები: „დელფინები“, „თოლიები“ და „მარიაენკო“.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, სერტიფიკატები, წიგნები და ვაუჩერები. გარდა ამისა, დაწესებული იყო ბსუ-ს რექტორის სპეციალური პრიზი და რექტორის მოადგილის, თამარ სირაძის, სპეციალური პრიზი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა