გმპგპ 2026 - XLI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გმპგპ 2026 - „გადაწყვეტილების მიღების პრობლემები განუსაზღვრელობის პირობებში

2026 წლის 5 – 7 ოქტომბერი

ბათუმი, საქართველო

გმპგპ - 2026 წარმოადგენს ერთ-ერთ ცნობილ, ტრადიციულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც აერთიანებს მათემატიკოსებს, ეკონომისტებს, ინჟინრებს, კომპიუტერული მეცნიერებების და განათლების სპეციალისტებს, სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის მთავარი ფოკუსი მიმართულია ისეთი სისტემებისა და ალგორითმების შექმნაზე, სადაც გადაწყვეტილების მიღება გართულებულია არასრული, ბუნდოვანი ან ცვალებადი ინფორმაციის გამო. მისი ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია: მათემატიკური და სტოქასტური მოდელირება, ოპტიმიზაცია და თამაშთა თეორია (Game Theory), ინფორმაციული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, გამოყენებითი სფეროები: ეკონომიკაში, კიბერუსაფრთხოებაში, ლოჯისტიკასა და ინჟინერიაში არსებული პრაქტიკული ამოცანების მოდელირება.

კონფერენციას, ტრადიციულად, ჰყავს როგორც მუდმივი, ძირითადი, ასევე ლოკალური (მასპინძელი) ორგანიზატორები.

კონფერენციის ორგანიზატორები:

კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის, უკრაინა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველო

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გლუშკოვის კიბერნეტიკის ინსტიტუტი

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის უმაღლესი სკოლა

ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის, უკრაინა

თავდაცვის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთი

ბელსკო-ბიალას უნივერსიტეტი, პოლონეთი

Noosphere Ventures Corporation, უკრაინა

ევროპული განათლების ცენტრი, საქართველო

გმპგპ-ს აქვს მოძრავი (როტაციული) ხასიათი, ანუ ის არ არის მიბმული ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, ან ქალაქზე. წლების განმავლობაში ის იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი მასპინძელი ლოკაციები ყოფილა: უკრაინის ქალაქები (კიევი, ლვოვი, ოდესა, მუკაჩევო), ასევე პოლონეთი, ჩეხეთი, აზერბაიჯანი, ლატვია. ამჯერად კონფერენცია იმართება საქართველო, კერძოდ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აკადემიური პრესტიჟი: PDMU კონფერენცია განსაკუთრებით მიმზიდველია აკადემიური პერსონალისთვის, რადგან იქ წარდგენილი რჩეული სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და გამოცემებში რომლებიც ინდექსირებულია google scholar-ის ბაზებში.

საერთაშორისო პროგრამული კომიტეტი

.ნაკონეჩნი (უკრაინა) – თავმჯდომარე

. აროშიძე (საქართველო) – თავმჯდომარე

ს.ალიევი (აზერბაიჯანის რესპუბლიკა), ს.ბეკეშიენე (ლიტვა), მ.ბრატიიჩუკი (პოლონეთი), გ.ჩაჩანიძე (საქართველო), თ.ჩაჩანიძე (საქართველო), ა.ჩიკრიი (უკრაინა), ი.დიდმანიძე (საქართველო), ნ.იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანის რესპუბლიკა), ტ.ივანოვი (აშშ), ს. ლიაშკო (უკრაინა), ვ.მარცენიუკი (პოლონეთი), ჯ.მიხალეკი (ჩეხეთი), ქ.ნანობაშვილი (საქართველო), ჯ.ნოიბაუერი (ჩეხეთი), მ.სედლაჩიკი (ჩეხეთი), ი.სერგიენკო (უკრაინა), ზ.სურაი (პოლონეთი), ლ.თურმანიძე (საქართველო), გ.იაგუბი (თურქეთის რესპუბლიკა)

საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი

.დიდმანიძე (საქართველო) – თავმჯდომარე

ნ.ახვლედიანი (საქართველო), ი.ბაგრატიონი (საქართველო), მ.ბაკურიძე (საქართველო), ნ.ჩაჩანიძე (საქართველო), ი. ჩაბანიუკი (უკრაინა), მ.დიასამიძე (საქართველო), მ.დონაძე (საქართველო), ი.დიაკი (უკრაინა), ო.გივრაძე (საქართველო), ო.იქსანოვი (უკრაინა), ო.კაპუსტიანი (უკრაინა), ი.ხანინი (უკრაინა)

დ.მახარაძე (საქართველო), ს.მაშჩენკო (უკრაინა), ზ.მეგრელიშვილი (საქართველო),

ი.როზორა (უკრაინა), ნ.სამნიძე (საქართველო), ნ.სემენოვა (უკრაინა), ს.შახნო (უკრაინა), ო.ტიმაშოვი (უკრაინა), ი. იელეიკო (უკრაინა)

ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი

.ზინკო (უკრაინა) – თავმჯდომარე

.დონაძე (საქართველო) – თავმჯდომარე

.ბერიძე (საქართველო) – თანათავმჯდომარე:

უ.ხიმკა, მ.ლოსიევა, ო.ლუკოვიჩი, ა.ნიკიტინი, თ.ზინკო (უკრაინა), დ.ახვლედიანი, ზ.ახვლედიანი, ა.ბაკურიძე, დ.გელაძე, დ.დიდმანიძე, გ.იმნაიშვილი, ი.ხასაია, მ.მეგრელიშვილი, ი.მოწობილი, მ.პაპუნიძე (საქართველო)

თემატური მიმართულებები:

  1. სტატისტიკური გადაწყვეტილებების თეორია, ინფერენცია და მისი გამოყენება.
  2. კომპიუტერული ტექნიკა სხვადასხვა სფეროში გადაწყვეტილების მისაღებად.
  3. გადაწყვეტილების მიღება ფაზურ გარემოში.
  4. დინამიური სისტემები და გადაწყვეტილების მიღება გაურკვევლობის პირობებში.
  5. გადაწყვეტილების მიღების ადამიანური და სოციალური ასპექტები სამხედრო და სამოქალაქო სფეროებში.
  6. გადაწყვეტილების მიღება და პროგნოზირება მედიცინაში, ეკონომიკაში, ბიზნესში, განათლებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

რეგისტრაცია და ვადები:

2026 წლის 31 აგვისტო - წინასწარი რეგისტრაცია, თეზისების წარდგენა

2026 წლის 14 სექტემბერი - მიღების შესახებ შეტყობინება

2026 წლის 5-7 ოქტომბერი - საერთაშორისო კონფერენცია PDMU-2026

რეგისტრაციის ბმული:

https://forms.gle/Qk9MkyKtMjuRdBNX7

რეფერატების წარდგენა:

რეფერატი უნდა იყოს მომზადებული ინგლისურ ენაზე, MS Word-ში (Times New Roman, 11 pt., „ანგარიშის სათაური“ - მუქი ასოებით, „ავტორი, ელ. ფოსტა“ - მუქი ასოებით, შავი ფერის; ზედა, ქვედა, მარჯვენა, მარცხენა - 1,5 სმ) ერთი სრული A5 გვერდის ფარგლებში, რომელიც დაბეჭდილია პორტრეტის რეჟიმში. ყურადღება: ყველა ფორმულა უნდა იყოს დაწერილი მათემატიკური სიმბოლოებითა და ინდექსებით.

კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით). მსურველებმა მოხსენებები შეიძლება წარმოადგინონ ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება − 10-12 წუთი, მსჯელობა − 5 წუთი.

ავტორებმა თეზისები უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტაზე:

ibraimdidmanidze@gmail.com

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

რეგისტრაციის საფასური:

საქართველოს მოქალაქეებისთვის - 100 ლარი

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 100 ევრო

სრული ინფორმაცია ნაშრომის გაფორმების წესის, კონფერენციის პროგრამის და კონფერენციაში მონაწილეობის საფასურის შესახებ იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერდზეhttps://pdmu.knu.ua/

მოუთმენლად გელოდებით ბათუმში!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა