1. 2026 წლის 12 აგვისტოს გამოცხადდა ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტების შესარჩევი კონკურსი შემდეგ მიმართულებებში:
1.1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;
1.2. ინჟინერია და ტექნოლოგიების დარგობრივი მიმართულებით;
1.3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;
1.4. აგრარული მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;
1.5. სოციალური მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;
1.6. ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;
1.7. ინტერდისციპლინური მიმართულებით;
1.8. ,,ახალგაზრდა მეცნიერის“ მიერ განსახორციელებელი დარგობრივი ან/და ინტერდისციპლინური მიმართულებით მიზნობრივი კვლევითი პროექტი.
2. თითოეული მიმართულებით (1.1.-1.8.) ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს არანაკლებ 6 თვე და არაუმეტეს 18 თვე, ხოლო პროექტის შესრულების დაწყების თარიღი - არაუადრეს 2026 წლის 01 ოქტომბრისა.
3. კონკურსის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა - 2026 წლის 13 აგვისტოდან 2026 წლის 20 აგვისტოს 17:00 საათამდე;
ბ) საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვისა და შეფასების ვადა - 2026 წლის 21 აგვისტოდან 2026 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათამდე (შაბათ-კვირის ჩათვლით);
15:00 საათამდე;
გ) საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების ბსუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნება - 2026 წლის 24 აგვისტოს არაუგვიანეს 17:00 საათი;
დ) საკონკურსო შედეგის გასაჩივრების ვადა - 2026 წლის 24 აგვისტოდან 26 აგვისტოს 17:00 საათამდე (ბსუ-ს კანცელარიის საშუალებით);
ე) სააპელაციო კომისიის მიერ კონკურსანტთა საჩივრების/აპელაციის (არსებობის შემთხვევაში) განხილვა და გადაწყვეტილების მიღება - 2026 წლის 26, 27 და 29 აგვისტოს, სააპელაციო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების (შედეგის) წარდგენა ბსუ-ს რექტორის, კონკურსანტის (საჩივრის ავტორს) და საკონკურსო კომისიისათვის - გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოს 11:00 საათამდე;
ვ) კონკურსის საბოლოო შედეგების დასამტკიცებლად ბსუ-ს აკადემიური საბჭოსათვის წარდგენის ვადა - 2026 წლის 31 აგვისტოს არაუგვიანეს 17:00 საათამდე;
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს ელექტრონულად ელფოსტაზე: bsugrant@bsu.edu.ge და შემდგომ მატერიალური სახით - ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით, შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი გრანტის საპროექტო განაცხადი, შევსებული ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 აგვისტოს №01-02/149 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის (დანართი №1) შესაბამისად (აღნიშნული ფორმის გრაფები მოიცავს მისათითებელ ინფორმაციას განმცხადებლის (შემდეგში - პროექტის მენეჯერი); პროექტის დასახელების; პროექტის ტიპის (დარგობრივი/ინტერდისციპლინური/ახალგაზრდა მეცნიერის); სამეცნიერო მიმართულების; პროექტის ხანგრძლივობის; პროექტის ბიუჯეტის; პროექტში ჩასართავი ძირითადი (მკვლევრები) და დამხმარე პერსონალის (მათ შორის სტუდენტების) ბსუ-ს სხვა მიზნობრივ კვლევით პროექტში ჩართულობის შესახებ, ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე განმცხადებლის (პროექტის მენეჯერის) წერილობით განაცხადს);
ბ) ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის აღწერილობა (გეგმა-გრაფიკით და ბიუჯეტით), შევსებული ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 აგვისტოს №01-02/149 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის (დანართი №2) შესაბამისად (მათ შორის გრაფა ,,ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის ბიუჯეტის ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმების შესახებ ინფორმაცია“ ხელმოწერილი უნდა იყოს ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ (პროექტის წარმდგენის (მენეჯერის) მიერ შედგენილი საპროექტო განაცხადის ბიუჯეტის ნაწილზე თანხმობის შემთხვევაში);
გ) ბსუ-ს მიზნობრივ კვლევით საგრანტო პროექტში ჩართულობაზე (მონაწილეობაზე) თანხმობის განაცხადი (განაცხადები), შევსებული თითოეული ჩასართავი პირის მიერ, ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 აგვისტოს №01-02/149 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის (დანართი №3) შესაბამისად (აღნიშნული ფორმის გრაფები მოიცავს მისათითებელ ინფორმაციას განმცხადებლის (შემდეგში - პროექტის მენეჯერი); პროექტის დასახელების; პროექტის ტიპის (დარგობრივი/ინტერდისციპლინური/ახალგაზრდა მეცნიერის); პროექტში ჩასართავი პირის სტატუსის (ძირითადი (მკვლევრები)/დამხმარე პერსონალი/სტუდენტები); პროექტში ჩართვაზე განმცხადებლის თანხმობის, ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე განმცხადებლის წერილობით განაცხადს);
დ) პროექტის მონაწილე ბსუ-ს დასაქმებულთა (პერსონალის) CV-ები (პროექტში ჩასართავი პირების, გარდა სტუდენტებისა);
ე) პროექტის მონაწილე თითოეული სტუდენტის ცნობა და სასწავლო ბარათი.
იხილეთ თანდართული სამართლებრივი აქტები და ფორმები:
- კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება (12.08.2026 წ. №01-02/151);
- ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის №06-01/134 დადგენილებით დამტკიცებული „ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტების შერჩევისა და განხორციელების დებულება“;
- ,,ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი გრანტის საპროექტო განაცხადის, აღწერილობის და პერსონალის თანხმობის განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 აგვისტოს №01-02/149 ბრძანებით დამტკიცებული ფორმები (ბრძანების №1-3 დანართები):
ა) ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი გრანტის საპროექტო განაცხადის ფორმა - №01-02/149 ბრძანების №1 დანართი (ჩამოტვირთეთ)
ბ) ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის აღწერილობის (გეგმა-გრაფიკით და ბიუჯეტით) ფორმა - №01-02/149 ბრძანების №2 დანართი (ჩამოტვირთეთ)
გ) ბსუ-ს მიზნობრივ კვლევით საგრანტო პროექტში ჩართულობაზე (მონაწილეობაზე) თანხმობის განაცხადის ფორმა - №01-02/149 ბრძანების №3 დანართი (პერსონალის მიერ შესავსები) (ჩამოტვირთეთ)
დ) ბსუ-ს მიზნობრივ კვლევით საგრანტო პროექტში ჩართულობაზე (მონაწილეობაზე) თანხმობის განაცხადის ფორმა - №01-02/149 ბრძანების №3 დანართი (სტუდენტის მიერ შესავსები) (ჩამოტვირთეთ)
| უკან |
