ბსუ აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლისთვის

სურათი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე (იხილეთ ანკეტა-კითხვარი) 2026-2027 სასწავლო წლისთვის ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტების რეგისტრაცია განხორციელდება  2026 წლის 01 სექტემბრიდან 08 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) ბსუ-ს №2 კორპუსში, №213 ოთახი, 14:00 სთ-დან 17:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35).

აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის  წამოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) აპლიკანტის განცხადება (ანკეტა), შევსებული 1 დანართის შესაბამისად;

ბ) პირადობის მოწმობის  ასლი;

გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის  და/ან მათთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი  (2026 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

ე) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

შენიშვნა: უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში სავალდებულოა დიპლომის დამოწმებულ ასლთან ერთად, განათლების ხარისხის ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის წარმოდგენა!

პროგრამაზე მისაღები გამოცდა (წერითი ფორმით) ჩატარდება 2026 წლის 10 სექტემბერს (მაქსიმალური შეფასება 100 ქულა, მინიმალური ზღვარი 51 ქულა) ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ქ. ბათუმი,  ფიროსმანის ქუჩა №12), პირველი ცვლა: გამოცდის დაწყების დრო - 1000 სთ, დასრულების დრო 1300 სთ; მეორე ცვლა: გამოცდის დაწყების დრო 1400 სთ, დასრულების დრო 1700 სთ.  4.1. გამოცდის შედეგები გამოცხადდება ბსუ-ს ვებგვერდზე 2026 წლის 11 სექტემბერს (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე);

საპრეტენზიო განცხადებები (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 14 სექტემბერს, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), ბსუ-ს №1 კორპუსში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, №1 ოთახი);

მასწავლებლის პროგრამაზე მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე.

მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების  საფუძველზე, ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 21 სექტემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე  (მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35, ბსუ-ს №2 კორპუსის №213 ოთახში).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ცნობარი.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა