მედიცინის პროგრამის სტუდენტები ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირების პროგრამით გაემგზავრებიან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტების მეორე ნაკადი გერმანიაში, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებას გაივლიან.

ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანთან და პრაქტიკის ინიციატორთან, წარმატებულ ბსუ-ს კურსდამთავრებულთან, ფრაიბურგის უნივერსიტეტის პანკრეასისა და სარკომის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მედიცინის დოქტორ სოფიო ჩიხლაძესთან ერთად, სტაჟირების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა და წარმატებები უსურვა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე გამარჯვებული სტუდენტები ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტენსიური თერაპიის, ონკოლოგიისა და ქირურგიის სფეროებში პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო კლინიკურ გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებსა და მიდგომებს და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები გამოიყენონ.

გერმანიაში სტაჟირებას გაივლიან ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები:

  • ლიზი მიქელაძე
  • ქეთევან საფარიძე
  • ნინო ჯაფარიძე
  • ნანა ჯანელიძე
  • ნია ჩხარტიშვილი

სტაჟირება ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის 2025 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

პრაქტიკის ინიციატორია სოფიო ჩიხლაძე, რომელიც ფრაიბურგის ზოგადი და ვისცერული ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკურ დირექტორთან, პროფესორ სტეფან ფიხტნერ ფაიგლთან ერთად, უკვე მეორედ  უხელმძღვანელებს სტუდენტთა სტაჟირებას გერმანიაში.

ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ჩიხლაძემ სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემებზე: რობოტი ქირურგიაში და საინტერესო კლინიკური შემთხვევები“. სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე ქირურგიის მიღწევებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა