
16 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი 2026“-ის გახსნის ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით.
ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერება და მეცნიერების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ღონისძიება დაიწყება 13:00 საათზე და გაგრძელდება 17:00 საათამდე. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბულვარის მხარეს გაიხსნება სამეცნიერო ფესტივალის სივრცე, მოეწყობა სამეცნიერო პავილიონები, ინტერაქციული და საგამოფენო სივრცეები, სადაც უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, სტუდენტები და მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარი კვლევის შედეგებს, სამეცნიერო პროექტებს, ინოვაციურ იდეებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება CERN-ის STEM მიმართულების მასტერ-კლასები მოსწავლეებისთვის.
| უკან |
