ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2026 წლის არჩევნების გამოცხადების შესახებ

  1. ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 ოქტომბრის №01-02/202 ბრძანებით გამოცხადდა ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2026 წლის არჩევნები 2026 წლის 16 ნოემბრიდან (ორშაბათი) 4 წლის ვადით უფლებამოსილების განხორცილების მიზნით, ბსუ-ს ფაკულტეტებიდან და ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან შემდეგი რაოდენობის წარმომადგენლების ასარჩევად (სულ 24 წევრი, მათ შორის 12 აკადემიური, 03 სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი და 09 სტუდენტი):

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის 2 აკადემიური თანამდებობის პირი და 1 სტუდენტი;

ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის 2 აკადემიური თანამდებობის პირი და 2 სტუდენტი;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის 2 აკადემიური თანამდებობის პირი და 2 სტუდენტი;

დ) ტექნოლოგიური ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის 1 აკადემიური თანამდებობის პირი და 1 სტუდენტი;

ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის 2 აკადემიური თანამდებობის პირი და 1 სტუდენტი;

ვ) ტურიზმის ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის 1 აკადემიური თანამდებობის პირი და 1 სტუდენტი;

ზ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის 2 აკადემიური თანამდებობის პირი და 1 სტუდენტი;

თ) ბსუ-ს თითოეული დამოუკიდებელი კვლევითი ერთეულიდან (ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი; ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი და ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი) - სამეცნიერო პერსონალის ერთი წარმომადგენელი.

2. ბსუ-ს წარმომადგენლობით საბჭოს წევრად შესაძლებელია არჩეული იქნეს: ბსუ-ს ფაკულტეტებიდან, როგორც აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი - ამავე ფაკულტეტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი, ხოლო ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან - ამ ერთეულის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი.

3. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს შემდეგი განრიგით:

3.1. ბსუ-ს ფაკულტეტებზე:

ა) ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 2026 წლის 28 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);

ბ) ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე და ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 2026 წლის 29 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);

გ) ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტზე - 2026 წლის 30 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);

3.2. ბსუ-ს ინსტიტუტებში:

ა) ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში - 2026 წლის 30 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 12:30 საათზე);

ბ) ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში - 2026 წლის 2 ნოემბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 12:30 საათზე);

გ) ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში - 2026 წლის 2 ნოემბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 14:00 საათზე და დამთავრდეს 15:30 საათზე).

4. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ №35, ოთახი №14) 2026 წლის 16 ოქტომბრიდან – 2026 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ბსუ-ში დაკავებული თანამდებობის შესახებ (უნდა წარმოადგინოს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელმა);

დ) ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა (უნდა წარმოადგინოს ბსუ-ს სტუდენტმა).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა