ბსუ-ს პერსონალისთვის „ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი გამოცხადდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2026 – 2027 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრისთვის  მოკლევადიანი მობილობის განსახორციელებლად.

მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა იხ. დანართში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტების შესახებ შესაძლოა, განახლდეს.

მიმართულება: მიმღებ უნივერსიტეტთან თანმხვედრი მიმართულება

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის პერსონალის წარმომადგენელი უნდა იყოს:

  •  ბსუ-ს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ აკადემიური/ სამეცნიერო/ ადმინისტრაციული /დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი;
  •  ან სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელთა პერსონალის წარმომადგენელი (აუცილებელია დოქტორის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში).
  • შენიშვნა: რეკომენდებული არ არის დასაქმებულის ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ერთზე მეტ შემთხვევაში  საერთაშორისო მობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღები უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მოთხოვნა (კორესპონდენცია).
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1)

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა დასაქმების ადგილიდან, დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • შესაბამისი უცხო ენის B2/C1 დონეზე ფლობის (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად) დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან კონკურსანტის თანხმობა, ჩააბაროს ბსუ-ს მიერ ორგანიზებული უცხო ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა (ამ შემთხვევაში, უნდა მიეთითოს განცხადებაში);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის (სამუშაო/work plan) გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • კონკრეტული კონკურსის გამოცხადების შესახებ საუნივერსიტეტო აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

პერსონალის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის  წარდგენა  ხდება ელექტრონულად,  

ბსუ-ს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის  მეშვეობით:

 აკადემიური პერსონალისთვის-eflow;

ხელშეკრულებით მოწვეული პირისთვის ელექტრონული ფოსტა: info@bsu.edu.ge

კონკურსის ეტაპები :

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2026  წლის  5 ნოემბერი - 15 ნოემბერი (18:00 საათამდე);
  • გასაუბრება კომისიასთან - 2026 წლის 17 ნოემბერი 11:00 სთ.

სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს

  • მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და  გაესაუბროს.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:

erasmus@bsu.edu.ge

  exchange staff (1)
  საერთაშორისო მობილობის წესი (20.10.2025, N06-01-131. კოდიფ - 03.06. 2026 მდგომ.) (3)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა