მეცნიერების საერთაშორისო დღეს ასოცირებულ პროფესორ გიორგი ქათამაძეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გადაეცა

სურათი

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ გიორგი ქათამაძეს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემია „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე მეცნიერებს სიგელები და ჯილდოები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად გადასცა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ გიორგი ქათამაძეს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობაში!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა