
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ფსიქოლოგ ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ჯანსაღი ჩვევები: როგორ ვმართოთ საკუთარი ქცევა“. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჯანსაღი ჩვევების მნიშვნელობასა და საკუთარი ქცევის მართვის გზებზე.
| უკან |









