შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. საიუბილეო დღეები უმაღლეს სასწავლებელში საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენით დაიწყო. ორდღიან საიუბილეო სესიაზე პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგები შეაჯამეს. აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების ერთობლივ გაფართოებულ საიუბილეო სხდომაზე ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტის პროფესორი დომენიკ ქასსაბ თეზგიორი, გრაიფვალდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰანს იუსტენი და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის პროფესორი როლფ შაუერი საპატიო დოქტორებად აირჩიეს.შედგა წიგნის ,,უნივერსიტეტი 75 წლისაა“ წარდგინება და გაიმართა საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დაჯილდოვდნენ საუკეთესო მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორები, საუკეთესო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის თანამშრომლები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის.
საუკეთესო მონოგრაფიების ავტორები:
,,საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია“ - ვახტანგ შამილაძე, ოთარ მიმინოშვილი;
,,ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ - ამირან კახიძე;
,,აჭარის იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარი ცხოველები“ - თემურ გოგმაჩაძე, რევაზ ზოსიძე, რევაზ ჟორდანია;
საუკეთესო სახელმძღვანელოების ავტორები:
,,ალგებრა და რიცხვთა თეორია“ - იაშა დიასამიძე;
,,საბანკო მენეჯმენტი“ - როსტომ ბერიძე;
,,ლითონის კონსტრუქციები“ - გიზო ფარცხალაძე;
საუკეთესო მეცნიერ-თანამშრომელი - ვერა ბოლქვაძე;
| უკან |









