ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ურეხის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა გამოფენა სახელწოდებით ,,ვიზრუნოთ საკუთარ მომავალზე“. უნივერსიტეტის ფოიეში მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ათი მოზარდის  50-ზე მეტი ნახატი და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი. გამოფენა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  მოეწყო და მსგავსი ხასიათის პროექტები მომავალშიც განხორციელდება.| უკან | 



