
,,ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ - ამ დევიზით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა მოეწყო. მასში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ,,ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა შვიდი წლის წინ ჩაუყარეს.
| უკან | 
