იურიდიული დეპარტამენტი

ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტი

ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახური (კანცელარია) არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.

იურიდიული დეპარტამენტის ქვესტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) სამართალშემოქმედებისა და წარმომადგენლობითი საქმიანობის განყოფილება. 

იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა (სამართლებრივი აქტების პროექტების ინიცირება, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება/შეთანხმება/სამართლებრივი დასკვნების მომზადება/რედაქტირება;  უნივერსიტეტის  სტრუქტურული ერთეულების მომართვის საფუძველზე მათი სამართლებრივი მხარდაჭერა (კონსულტაციის გაწევა, პროექტების მომზადება-რედაქტირება), მათ შორის სტუდენტების და პროფესიული სტუდენტების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართულებით და სხვა);

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა (უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების (რეგულაციების) კოდიფიცირება; უნივერსიტეტის ვებგვერდზე იურიდიული ცნობარის პერიოდული განახლებისათვის სამსახურებრივი ბარათების წარდგენა; უნივერსიტეტის პერსონალის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის, ბსუ-ს სტრუქტურული ერთეულების დებულებების, პერსონალის ფუნქციათა აღწერილობების/ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულის სამართლებრივი მხარდაჭერა);   

გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში უნივერსიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი მხარდაჭერა;

დ) უნივერსიტეტში გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების ვიზირება/რედაქტირება/შეთანხმება ან/და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; 

ე) უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა: საერთო სასამართლოებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში  ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში უნივერსიტეტის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე;

ვ) სარჩელის, საჩივრის/განცხადების და შესაგებელის პროექტების, ასევე  თანდართული დოკუმენტების წარსადგენად მომზადება (სასამართლოში, აღსრულების ბიუროში ან/და სხვა დაწესებულებაში) და დადგენილ ვადებში და წესის შესაბამისად წარდგენა;

ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის საქმისწარმოების სისტემაში წარმოდგენილი განცხადებების/წერილების პასუხების მომზადება ან/და განხილვაში მონაწილეობა;

თ)  დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია:

დეპარტამენტის უფროსი: ჟანა ჯიბლაძე

ელ. ფოსტა: zhanajibladze@gmail.com

მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი № 3, №14.

 

  სამუშაოთა აღწერილობა
  ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა