საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ამოცანაა უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების (შემდეგში ,,აი-ტი“) ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ასევე აი-ტი პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის ფორმირება.
სამსახურის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;
ბ) უნივერსიტეტის სერვერების (ელ-ფოსტა, ვები, სტატისტიკა, კრიტიკული ინფორმაციის რეზერვირება DNS) გამართული ფუნქციონირება და უსაფრთხოება;
გ) უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მხარდაჭერა;
დ) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის ბიბლიოთეკის აი-ტი მხარდაჭერა, რაც მოიცავს ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, კომპიუტერული ქსელური ინფრასტრუქტურის ინსტალაციას, მონიტორინგსა და მხარდაჭერას;
ე) კლიენტური აპარატული უზრუნველყოფის (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეტბუქები და პლანშეტები) მხარდაჭერა და წვრილმანი რემონტი, ქსელური ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
ვ) უნივერსიტეტის აი-ტი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა;
ზ) კრიტიკული სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობისა და ადმინისტრაციის მიზნებისათვის გამოყენებული საინფორმაციო სისტემების საჭიროების შესწავლა, დაგეგმვა, დანერგვა და უკვე არსებული სისტემების მხარდაჭერა/ოპტიმიზაცია;
ი) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
სამსახური უფროსი - ზვიად ბერაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995(422) 27 17 96
ელ. ფოსტა: z.beradze@bsu.edu.ge
მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, მე-3 სართული, ოთახი N57

უკან |