სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომლის შემადგენლობაში შედის ქვესტრუქტურული ერთეულები:
ა) სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის განყოფილება;
ბ) სტუდენტთა ელექტრონული რესურსების მართვის განყოფილება;
გ) კულტურისა და სპორტის განყოფილება.
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება;
ბ) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (შემდეგში ,,სისტემის“) ადმინისტრირება;
გ) სტუდენტური პორტალის (www.portal.bsu.edu.ge) ადმინისტრირება და მართვა;
დ) საუნივერსიტეტო აქტივობების განხორციელებისათვის სტუდენტთა მხარდაჭერა, ამ მიზნით სხვადასხვა სოციალური პროექტების მომზადება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ე) უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საქმიანობის პოპულარიზაცია, ორგანიზება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური/სამეცნიერო/შემეცნებითი ხასიათის და საქველმოქმედო სახის შემოქმედებითი სტუდენტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) საუნივერსიტეტო სპორტული გუნდების, მუსიკალური ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის შესახებ სტუდენტთა ინიციატივების წარმოდგენა, მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა და საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია, სპორტული ღონისძიებების/უნივერსიადების ორგანიზება, ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, უნივერსიტეტის სახელით რეგიონალურ და რესპუბლიკურ უნივერსიადებში და სტუდენტურ დღეებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;
თ) უნივერსიტეტის სტუდენტების ჰარმონიული განვითარებისა და სახელოვნებო სივრცეში მათი მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება და უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმაზე ზრუნვა, მათი ნიჭისა და სურვილის შესაბამისად;
ი) საგანმანთლებლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების, პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაცნობა;
კ) სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში, მათი ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა და პერსპექტივებზე, სტუდენტთადასაქმებისხელშეწყობის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათი სასწავლო პროცესთან დაახლოებისა და სამომავლოდ, საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
ლ) სტუდენტების დახმარება საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში და დამსაქმებლებთან ურთიერთობაში;
მ) შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან (სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მხარდაჭერა საუნივერსიტეტოცხოვრებაში მათი ინტეგრირების მიზნით და შესაბამისი წინადადებების უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის წარდგენა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
დეპარტამენტის უფროსი - მერაბ დიასამიძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995(422) 29 42 42;
ელ. ფოსტა: diasamidze.merab@bsu.edu.ge
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული.

უკან |