კანცელარიის ამოცანაა უნივერსიტეტში დოკუმენტებზე მუშაობის სრულყოფა, საქმისწარმოების ერთიანი წესის უზრუნველყოფა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დოკუმენტების მართვის ერთიანი სისტემის დანერგვა.
კანცელარიის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტში შემოსული და უნივერსიტეტიდან გასული კორესპონდენციის დამუშავება (ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში რეგისტრირებული კორესპონდენციის ადრესატებისათვის დროული მიწოდება);
ბ) უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზება და მათ დადგენილ ვადაში შესრულებაზე კონტროლი;
გ) უნივერსიტეტის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, რეგისტრირებული დოკუმენტების შენახვა და ჩამოწერის ორგანიზება;
დ) უნივერსიტეტის არქივში დაცული დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად მოძიება და ასლების გაცემა;
ე) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ არქივისათვის გადასაცემი საქმეების დადგენილი წესის შესაბამისად გაფორმების კონტროლი;
ვ) უნივერსიტეტის არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზება;
ზ) უნივერსიტეტში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
თ) უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შენახვა;
ი) უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი და შედეგების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმირება; კ) საქმისწარმოებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებისათვის კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
ლ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის წინადადებების ინიცირება ან/და ამ მიმართულებით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
კანცელარიის უფროსი - ხათუნა ხალვაში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 (422) 27–17–86;
ელ. ფოსტა: chancellery@bsu.edu.ge
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი N1

უკან |