ბიბლიოთეკის მიზანია უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხელშეწყობა შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პატენტები, საავტორო მოწმობები, ტექნიკური კატალოგები, გამოგონებათა აღწერილობები, აუდიო-ვიზუალური და წერილობითი ინფორმაციის სხვა საშუალებები) შეგროვებით, დაცვით და მომხმარებლისთვის ეფექტური საბიბლიოთეკო სერვისის შეთავაზებით.
ბიბლიოთეკის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პატენტები, საავტორო მოწმობები, ტექნიკური კატალოგები, გამოგონებათა აღწერილობები, აუდიო-ვიზუალური და წერილობითი ინფორმაციის სხვა საშუალებები);
ბ) საბიბლიოთეკო ფონდების რაციონალურად ფორმირება და ორგანიზება, მათი დაცვა, აღრიცხვა, მეცნიერული დამუშავება, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენების ორგანიზება საბიბლიოთეკო დარგში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის დაცვისათვის საჭირო პირობების შექმნა;
დ) უნივერსიტეტის სასწავლო, საინფორმაციო და სამეცნიერო მოთხოვნილებების საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე მუშაობის დაგეგმვა-ორგანიზება;
ე) საბიბლიოთეკო ფონდების სრული აღრიცხვა, პერიოდულად მისი გაწმენდა შინაარსობრივად მოძველებული და გამოსაყენებლად უვარგისი (დაზიანებული) საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
ვ) უნივერსიტეტში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები სფონდის ორგანიზება, დაცვა, საცნობარო აპარატის შექმნა, შრომების ბიბლიოგრაფირება;
ზ) ბიბლიოთეკის პერსონალის პროფესიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
თ) ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულების საბიბლიოთეკო ფონდების ცენტრალური სისტემით ორგანიზება;
ი) ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების დაცვაზე ბიბლიოთეკართა მატერიალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, სათანადო ინსტრუქციების შესაბამისად;
კ) ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შემუშავება და ამ წესის აღსრულების უზრუნველყოფა;
ლ) ეროვნულ და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში აქტიური მონაწილეობა;
მ) საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებით ტრენინგების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მომზადება და ჩატარება.
ბიბლიოთეკის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ ფოსტა: library@bsu.edu.ge; turmanidzelela@gmail.com;
მისამართი: ქ. ბათუმი ნინოშვილის/რუსთაველის ქ. N32/35, კორპუსი I, მე-3 სართული, ოთახები N400, 402, 403.
უკან |