ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში

სურათი

22 ოქტომბერს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს  ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მეცნიერ-თანამშრომელმა, ბიოლოგიის დოქტორმა, მაკა მურადაშვილმა და ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალმა ბიოლოგიის მასწავლებელს, მაია გოგიტიძეს და სკოლის მოსწავლეებს გააცნეს ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მიმართულებები, მცენარეთა დაავადებების კვლევის სპეციფიკა, ფიტოპათოლოგიური დიაგნოსტიკის მეთოდები და ამ სფეროს მნიშვნელობა სოფლის მეურნეობისა და ეკოსისტემების მდგრადი განვითარებისთვის.       

შეხვედრა ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – მეცნიერება იწყება სკოლიდან კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით – გამარჯვებული პროექტის სკოლის ეზოს მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მათი პრევენციის ბიოლოგიური მეთოდების შესწავლა,  ფარგლებში. სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის ლაბორატორიები და მცენარეთა კოლექციები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.       

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა