ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში

სურათი

6 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, შეხვედრა ჩაატარა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში და საჯარო ლექცია წაიკითხა.

ირაკლი მიქელაძე აუდიტორიას ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მიღწევებისა და  გეგმების შესახებ ესაუბრა. წარადგინა პრეზენტაციები: „გარემოსდაცვითი გამოწვევები გლობალურად და საქართველოში“  და „ბუნება ჩვენს გარშემო, მცენარეთა იდენტიფიკაცია, ადგილობრივი და უცხო წარმოშობის მცენარეები“.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გლობალური კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები, მისი თანხმლები მოვლენები და ინვაზიურ სახეობათა გავრცელების თავისებურებანი. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის საკითხებზე, აჭარის ფლორისტული რაიონის ენდემური, რელიქტური და წითელი ნუსხის სახეობებზე, ინტროდუცირებულ, ინვაზიურ და სარეველა მცენარეებზე, ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე. მკვლევარმა მსმენელებს აუხსნა მცენარეთა კლასიფიკაციისა და იდენტიფიკაციის პრინციპები.

აღნიშნული შეხვედრის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის პარტნიორობის გაძლიერება, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და მომავალ აბიტურიენტთა ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა