
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ირაკლი მიქელაძემ, შეხვედრა გამართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლაითურისა და ნარუჯის საჯარო სკოლების ეკო-კლუბების წევრები და პედაგოგები.ირაკლი მიქელაძემ მოსწავლეებს გააცნო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები. პრეზენტაცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:
- ბუნება ჩვენ გარშემო;
- მცენარეთა იდენტიფიკაცია;
- ადგილობრივი და უცხო წარმოშობის მცენარეები;
- შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო:
- საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის თავისებურებები;
- ენდემური, რელიქტური და წითელი ნუსხის სახეობები;
- ადგილობრივი, ინტროდუცირებული და ინვაზიური მცენარეები;
- ინვაზიური და სარეველა მცენარეების გავრცელება და არსებული გამოწვევები;
მკვლევარმა მსმენელებს აგრეთვე განუმარტა მცენარეთა კლასიფიკაციისა და იდენტიფიკაციის ძირითადი პრინციპები. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ბუნებისადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას
| უკან |





