ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

მესამე მისიის ფარგლებში კოლეჯ „ახალ ტალღა“-ში შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების უფროსმა, ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა, ავთანდილ მესხიძემ, ბსუ-ს მესამე მისიის ფარგლებში, ქობულეთში, კოლეჯ ,,ახალი ტალღა“-ში წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,აგრარული განათლება ქვეყნის მომავალია.“

პრეზენტაცია შეეხებოდა სუბტროპიკული ზონის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის აგროღონისძიებების განხორციელებას. განხილული იყო ჩაის, ციტრუსების, თხილის, კივის, დაფნის, მოცვის და ხურმის წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები. აღნიშნული კულტურების გონივრულად წარმოების შესაძლებლობები და სასურველი შედეგის მომცემი პერსპექტივა სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული.  ასევე საუბარი შეეხო სამკურნალო მცენარეთა მოყვანისა და გადამუშავების ტექნოლოგიებს, ინსტიტუტში არსებულ სამკურნალო მცენარეთა კოლექციებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი მარიამ მეტრეველი; მეცნიერ-თანამშრომლები დალი ქამადაძე და რამაზ ჭაღალიძე.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა