საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

„აბრეშუმის გზის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სასტიპენდიო პროგრამა

სურათი

აბრეშუმის გზის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: ტურიზმი, ლოჯისტიკა ტურიზმში, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, კრეატიული ინდუსტრია, არქეოლოგია, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი  საბუთები:

  • პირადობის მოწმობა/საერთაშორისო პასპორტი;
  • ბაკალავრის დიპლომი;
  • ფოტოსურათი 3x4;
  • СV;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (IELTS-6, CEFR-B2, TOEFL Ibm-72);  

უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის შემთხვევაში, უცხო ენის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენა არ არის საჭირო;

  • ესე 1-1.5 გვერდი (,,Contributing to the development of tourism of the SCO countries”)

 

საჭირო საბუთები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე:

  https://admissions.univ-silkroad.uz/

გრანტი მოიცავს;

  • ყოველ სასწავლო წელს  ორმხრივი ბილეთის ხარჯებს უზბეკეთში;
  • 500 USD ყოველთვიურ სტიპენდიასა და 100 USD საცხოვრებლის ყოველთვიურ ხარჯს;
  • წელიწადში ორჯერ ექსკურსიის ხარჯებს უზბეკეთის უძველესი ქალაქების მოსანახულებლად, ერთი ექსკურსიის ხარჯი ფინანსდება 100 USD;

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 15.08.2024;
  • აპლიკანტებთან ონლაინ გასაუბრება 5.08.2024- 20.08.2024;
  • დამატებითი ტესტირება კომისიის მოთხოვნის შესაბამისად;
  • შედეგების გამოცხადება ერთი კვირის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს ან დაუკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერს:

+99890 270-25-28; +99893 665-09-55.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა