
	ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.
	მიმღები უნივერსიტეტებისა და სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხ. დანართი 1-ში.
	კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
	- 
		ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელი წლისა, კონკურსის გამოცხადების პერიოდისთვის);
- 
		ბოლო ერთი წლის მანძილზე აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
- 
		სტუდენტს, რომელიც სწავლობს ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და გადის ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR პროგრამის ჩათვლით);
- 
		 სტუდენტს, რომელსაც არ უსარგებლია აღნიშნული გრანტით.
	 წარმოსადგენი  საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
	- 
		პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი ;
- 
		აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- 
		ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- 
		Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- 
		მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- 
		ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- 
		სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- 
		ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- 
		სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
	კონკურსის ეტაპები:
	პირველი ეტაპი -  სააპლიკაციო დოკუმენტების  მიღება.
	საბუთების წარმოდგენა - 2024 წლის 22 ოქტომბერი - 8 ნოემბერი (15:00 საათი) სტუდენტური პორტალის მეშვეობით.
	ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების შესაბამისი დონე (უცხო ენაში ტესტირების შესაბამისი დონე (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, B1/B2);
	წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთი ფაილის სახით (ZIP).
	 
	ტესტირება/გამოცდა უცხოურ ენებში  (მინიმალური კომპეტენციის ზღვარია  71 ქულა) -  11 ნოემბერი.
	სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან უცხო ენაში:
	1.       ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში,
	მეორე ეტაპი -  გასაუბრება კომისიასთან - 2024  წლის   13 ნოემბერი.
	დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
 განახლებული დანართი 1
  განახლებული დანართი 1 დანართი 2
  დანართი 2 Europass CV-ის ბმული
  Europass CV-ის ბმული სასწავლო სფეროების კოდები
  სასწავლო სფეროების კოდები