
გამოცხადდა მიღება ჟან მონეს მეორე სასერტიფიკატო საზაფხულო აკადემიაზე „ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა, თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული მოდულის „European Union Enlargement: Past Lessons for Future Decisions“ ფარგლებში იმართება.
რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/GfAugmXLXbjLzRCq8
საერთაშორისო ლექციები (ონლაინ):
-
თარიღი: 25-29 აგვისტო, 2025
-
დრო: 10:30 - 16:00 (ყოველდღიურად)
-
ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით
დასკვნითი ცერემონია:
-
დრო: 11:00 - 17:00
-
-
ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი #76, ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი (მე-5 სართული)
დასაშვებობის კრიტერიუმები:
-
ენობრივი კომპეტენცია: ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
-
სამიზნე აუდიტორია: ღიაა საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ახალი კურსდამთავრებულებისთვის.
-
სპეციალური კვოტა: გამოყოფილია კვოტა უკრაინელი ახალგაზრდებისთვის
-
დასწრება: სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა ონლაინ სესიებში მინიმუმ 80%-იანი მონაწილეობა და დასკვნით ღონისძიებაზე სავალდებულო დასწრება. მათთვის, ვინც ვერ შეძლებს დასკვნით ცერემონიაზე დასწრებას, სერტიფიკატის მისაღებად ონლაინ ლექციებში 100%-იანი მონაწილეობა სავალდებულოა.
-
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 აგვისტო, 2025
-
შერჩევის პროცესი: აკადემიას დაესწრებიან ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ დასაშვებობის კრიტერიუმებს და ვისი მოტივაციაც ჩაითვლება რელევანტურად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჟან მონეს მოდულის აკადემიურ კოორდინატორს, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებულ ასოცირებულ პროფესორს, თათია დოლიძეს ელ.ფოსტაზე tatia.dolidze@eu.edu.ge