
2025 წლის 28 ივლისს - 1 აგვისტოს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბუქარესტის უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორები სტეფან კატალინ კონსტანტინი და კრისტინა მონიკა რუსიეკი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორები შეხვდნენ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს მარინე გიორგაძეს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობის გაფართოების გზები.