
2025 წლის 21-25 ივლისს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბიალისტოკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი ანა მაი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ანა მაი შეხვდა დეპარტამენტის უფროსს მარინე გიორგაძეს, გაეცნო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, ასევე დაიგეგმა თანამშრომლობის გაფართოების გზები.