
მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისი 2026 წლის პირველი ნახევრისათვის აცხადებს მიღებას მოკლევადიან კვლევით სტიპენდიაზე გერმანიაში და სტიპენდიაზე კონფერენციებში, ვორქშოპებსა და კოლოკვიუმებში მონაწილეობისათვის.
მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია (1–3-Month Research Scholarships in Germany), სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებთან აფილირებულ მკვლევრებსა და ისტორიკოსებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი კვლევითი მიზნებისათვის ესტუმრონ გერმანიის არქივებს, ბიბლიოთეკებსა თუ კვლევით ინსტიტუტებს.
სტიპენდია კონფერენციებში, ვორქშოპებსა და კოლოკვიუმებში მონაწილეობისათვის (Mobility Funding to Participate in Conferences, Workshops and Colloquia), კი ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებთან აფილირებულ მკვლევრებსა და ისტორიკოსებს სთავაზობს შესაძლებლობას, განავითარონ მათი კვლევითი პოტენციალი და მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ვორქშოპებში.
დამატებითი ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებსაიტზე: https://mwsgeorgia.hypotheses.org/fellowships. სტიპენდიის აღწერა და სტიპენდიის რეგულაციები იხილეთ თანდართულ ფაილებში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი კითხვებისა თუ ინფორმაციის შემთხვევაში მიმართეთ: Nino.Tsertsvadze@mws-osteuropa.org
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3