
Erasmus Mundus-ის საერთო სამაგისტრო პროგრამის (EMJM) ფარგლებში დაიწყო განცხადებების მიღება საერთო სამაგისტრო პროგრამაზე GLOBE - გლობალური ცვლილებების ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნების მართვა. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში შემდეგი უნივერსიტეტების მონაწილეობით:
-
Universidad Rey Juan Carlos (ესპანეთი)
-
Bangor University (დიდი ბრიტანეთი)
-
Universidade de Lisboa (პორტუგალია)
-
Universidad Autónoma de Tlaxcala (მექსიკა)
პროგრამა მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აკადემიურად გამორჩეული სტუდენტების მოზიდვას და ასევე სთავაზობს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტიპენდიებს.
მონაწილეობა შეუძლია - ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგია, აგრონომია და სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებები, გარემოსდაცვითი მეცნიერებები, სატყეო საქმე, დედამიწის და გარემოს გეოგრაფია ბუნებრივი რესურსების მართვა, ან ეკვივალენტური სპეციალობები.
გთხოვთ, იხილოთ დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის დაფინანსების, სტიპენდიების, სააპლიკაციო მოთხოვნების შესახებ და განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://globe-master.eu/ https://globe-master.eu/apply/