
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF-ECO) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გთავაზობთ საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სამინისტროს (MESR) მიერ გამოცხადებულ ორ პროგრამას - ACCES- სა და PARCECO-ს. აღნიშნული პროგრამების მიზანია საფრანგეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://www.enseignementsup-recherche.gouv.fr/fr/appel-d-offre-acces-2026
PARCECO: https://www.enseignementsup-recherche.gouv.fr/fr/appel-d-offre-parceco-2026
განაცხადის მოთხოვნები:
1. მხარდაჭერილი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს 2026 წელს.
2. თითოეული პროექტი უნდა მოიცავდეს ახალგაზრდა მკვლევრის (დოქტორანტი, პოსტდოქტორანტი ან მკვლევრის, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაიცვა დისერტაცია) მონაწილეობას.
3. განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სამეცნიერო დამსახურება, მონაწილეთა ხარისხი, გავლენა და პროექტის შემდგომი განვითარება.
შესაბამისი ქვეყნები: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩეხეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და თურქეთი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 15 დეკემბერი.
შენიშვნა: განაცხადები უნდა წარადგინონ საფრანგეთში პარტნიორმა ინსტიტუტებმა.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF-ECO) ოფიციალური ვებ გვერდი: www.auf.org