
2025 წლის 17-21 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გიგა ფარტენაძე, ,,ერაზმუს+”-ის აკადემიური მობილობით, იმყოფებოდა მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
მობილობის ფარგლებში ასისტ. პროფ. გიგა ფარტენაძემ სტუდენტებისთვის რამდენიმე თემატური ლექცია-შეხვედრა გამართა შემდეგ თემებზე:
-
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა
-
საქართველოს საარჩევნო სისტემები და პოლიტიკური იდეოლოგიები
-
ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია და თანამედროვე გამოწვევები
ვიზიტი იყო მეტად პროდუქტიული და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მურსიის უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.