სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასოც. პროფ. თამარ პეშკოვას ვიზიტი ფოჯას უნივერსიტეტში

სურათი

იტალიის უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „GPSeducation – Green and Pink for Sustainable Education“ ფარგლებში  2025 წლის 23 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნეირებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც. პროფ. თამარ პეშკოვამ განხორციელა ორკვირიანი აკადემიური ვიზიტი ფოჯას უნივერსიტეტში (University of Foggia, იტალია), ვიზიტორი პროფესორის (Visiting Professor) სტატუსით. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა პროექტის სამეცნიერო კოორდინატორის, პროფესორ მარიანტონიეტა ფიორეს ოფიციალური მოწვევის საფუძველზე.

ვიზიტის განმავლობაში ასოც. პრფო. თამარ პეშკოვა გაეცნო ფოჯას უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ სტრუქტურას, მართვის მოდელსა და სასწავლო პროცესის ორგანიზების სპეციფიკას. გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და თავად პროექტის GPSeducation გუნდის წევრებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფოჯას უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის (MoU) მომზადების პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარებას როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები და მასტერკლასები Simumed-ის ბაზაზე, რომლებიც ეხებოდა სამედიცინო სტუდენტებისთვის კლინიკური უნარების სწავლების თანამედროვე მიდგომებს, სწავლების ორგანიზაციასა და შეფასების მეთოდოლოგიას. აღნიშნული სესიები გამოირჩეოდა მაღალი პრაქტიკული ღირებულებით და თანამედროვე სამედიცინო განათლების მოთხოვნებთან შესაბამისობით.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ფოჯას უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში მუშაობის გაცნობას, პროფესორ ოლგა ლამახიას ხელმძღვანელობით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა