
2026 წლის 15–19 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა, ბესიკ ნარაკიძემ, „ერასმუს+“ KA171 პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) გამართულ პერსონალის საერთაშორისო კვირეულში.
ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, ბსუ-ს საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და განვითარების მიმართულებების პოპულარიზაცია.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების, ერთობლივი პროექტების განხორციელების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის, ასევე სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარების შესაძლებლობები.
ვიზიტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას, საერთაშორისო კავშირების გაფართოებასა და უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული მიზნების ეფექტიან განხორციელებას.